სიახლეები


ტრენერთა ტრენინგი იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისთვის

ტრენერთა ტრენინგი იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისთვის

24-26 მაისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა ევროპის საბჭოს (CoE)  გაეროს ქალთა გაერთიანების (UN Women)  თანამშრომლობის ფარგლებში, ყაზბეგში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისთვის ტრენერთა ტრენინგი  გაიმართა.

ტრენინგის პროგრამა შემუშავდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისთვის და მიზნად ისახავს მათი ცოდინისა და უნარების გაუმჯობესებას  ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების საკითხებში.

ტრენინგს უძღვებოდნენ: ქართველი მოსამართე ტრენერები და ევროპის საბჭოს ექსპერტები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და სექსუალური ძალადობის დანაშაულებთან დაკავშირებული სხვა საერთაშორისო სტანდარტები ; დისკრიმინაციული მოტივის ინდიკატორები სექსულური ძალადობის საქმეებზე და მოწყვლად მდომარეობაში მყოფი პირები; მტკიცებულებათა სტანდარტი ეროვნული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა : თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.~

მიღებული გამოცდილების შემდეგ ტრენერებს შესაძლებლობა ექნებათ გადაამზადონ მოსამართლეები და მოსამართლის თანაშემწეები, მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI