სიახლეები


საპილოტე ტრენინგი მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეებისთვის

საპილოტე ტრენინგი მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეებისთვის

4 და 5 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ევროპის საბჭოს (CoE)  და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) თანამშრომლობის ფარგლებში, ბაკურიანში, მოსამართლეებისთვის საპილოტე ტრენინგი თემაზე: „სქესობრივი        დანაშაული“ გაიმართა.
ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები და ქართველი ექსპერტები.

ტრენინგის პროგრამა შემუშავებულია მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეებისთვის და მიზნად ისახავს მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების საკითხებში, რათა მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების უკეთ გამოყენება შეძლონ.

შევედრაზე განხილული იქნა საკითხები: გაუპატიურება, როგორც გენდერული დანაშაული, სტამბულის კონვენცია და ადამიანის უფლებათა ძირითადი საერთაშორისო სტანდარტები; დისკრიმინაციული მოტივის ინდიკატორები სექსუალური ძალადობის საქმეებზე და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი პირები; მოსამართლეთა როლი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში  და სხვა.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპლეაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო, სენაკის, ახალციხის, თეთრიწყაროს და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI