4 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებანი“ გაიმართა.
სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო ქართველი მოსამართლე ტრენერი.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილს საკითხები: საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული დავები; საჯარო რეესტრისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები; მიწის ნაკვეთის ზონირების საკითხები; სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დავები; საგადასახადო დავები და სხვა.
სემინარს ესწრებოდნენ მოსამართლეები: თბილისის საქალაქო და სამტრედიის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.