4 და 5 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში, სასამართლოს მოხელეებისთვი ტრენინგი თემაზე: „ლტოლვილთა სამართალი“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. მონაწილეებმა განიხილეს სკითხები: 1951 წლის კონვენცია ლტოლვილის სტატუსის შესახებ; ლტოლვილის განსაზღვრება; თავშესაფრის მაძიებლის შესახებ ინფორმაცია (სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირები: წამების ან ტრამვის მსხვერპლები, ქალები, სექსიაულურ ორიენტაციაზე დაფუძნებული თავშესაფრის განაცხადები, ბავშვები, მენტალური პრობლემების მქონე პირები); და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.