11 და 12 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და მოსამართლის თანაშემწეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ჰააგის 1996 და 1980 წლის კონვენცია“ გაიმართა.
სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
შეხვედრა , ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა და განხილული იქნა საკითხები: ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“კონვენციის ობიექტი, მიზნები, პრინციპები და რეგულირების სფერო; ბავშვის გადაადგილების არამართლზომიერების დადგენა; ბავშვის დაკავების არამართლზომიერების დადგენა და სხვა.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და მოსამართლის თანაშემწეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, სიღნაღისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.