სიახლეები


სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული

სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული

18 და 19 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

მონაწილეებმა შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საკითხები: სიძულვილით მოტივირებული დანაშულის განმარტება; კანონმდებლობა სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშულთა შესახებ:საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩო (კონვენციები: გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოს კომიტეტები და კომისიების ანგარიშები/რეკომენდაციები); ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მონაწილე სახელმწიფოთა პოზიტიური ვალდებულებებზე და სხვა.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ბოლნისისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2022 წლის მოსამართლეთა და სასამათლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI