16-18 ივნისს , იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ევროპის საბჭოსა(CoE) და გაეროს ქალთაგაერთიანების (UN Women) თანამშრომლობის ფარგლებში, ლოპოტაზე , იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისთვის ტრენერთა ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის პროგრამა შემუშავდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერებისთვის და მიზნად ისახავს მათი ცოდინისა და უნარების გაუმჯობესებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისსაქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების საკითხებში.
ტრენინგს უძღვებოდნენ: ევროპის საბჭოს ქართველი და უცხოელი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, მონაწილეებმა განიხილეს საკითხები:ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებთან დაკავშირებული სხვა საერთაშორისო სტანდარტები ; ოჯახში ძალადობით გამოწვეული ტრავმა და ფსიქოლოგიური შედეგები ; ოჯახში ძალადობასთანდაკავშირებით ძირითადი გამოწვევები სტამბულის კონვენციის CEDAW-სა და ECtHR-ის სტანდარტების შესაბამისად ,სექსუალური შევიწროება და ქალის გონივრული აღქმის სტანდარტი და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა : თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.
მიღებული გამოცდილების შემდეგ ტრენერებს შესაძლებლობა ექნებათ გადაამზადონ მოსამართლეები და მოსამართლის თანაშემწეები ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.