სიახლეები


გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია

25 და 26 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის  ტრენინგი თემაზე: „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია“ გაიმართა.

შეხვედრაზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებსიც მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ქმედუნარიანობა, ინდივიდის ინდივიდუალური შესაძლებლობა; სამედიცინო მოდელიდან სოციალურ-მოდელამდე; გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია; ეროვნული კანონმდებლობა თანამედროვე სამოქალაქო კოდექსი და ქმედუნარიანობა და სხვა.

ტრენინგიში მონაწლეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და გორის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI