სიახლეები


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები(სისხლის სამართალი და სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები(სისხლის სამართალი და სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი)

მიმდინარე წლის 25 ივნისს, იუსტიციიის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები(სისხლის სამართალი)“, ხოლო 26 ივნისს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი)“ გაიმართა.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო ქართველი მოსამართლე ტრენერი.

შეხვედრის ფარგლებში მონწილეებმა განიხილეს საკითხები:  გადაწყვეტილებები, რომელთაც გამოიწვიეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების ცვლილებები; გადაწყვეტილებები, რომელთაც გამოიწვიეს საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების ცვლილებები; გადაწყვეტილებები, რომელთაც გამოიწვიეს საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოამართლეებმა: თბილისის საქალაქო, გორის, თელავისა და ბოლნისის რაიონული სასამართოებიდან.

ტრენინგი, 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI