სიახლეები


საერთაშორისო შრომის სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი

საერთაშორისო შრომის სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი

2 და 3 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო შრომის სტანდარტები და საქართველოს შრომის კოდექსი“ გაიმართა.

სემინარზე ექსპერტებად  მოწვეული იყვნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა და   განიხილული იქნა საკითხები: საერთაშორისო შრომითი სტანდარტების სასამართლო გამოყენება, შედარებითი მიდგომა; შრომის კოდექსის ახალი მუხლები შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით; შრომის კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმები და სანქციები; შრომის ინსპექციის შესახებ საქართველოს კანონი და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ახალციხის, გორის, მცხეთისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI