მიმდინარე წლის 5 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობაში, სკოლისა და ევროპის საბჭოს (CoE) ერთობლივი პროექტის HELP-ის დისტანციური კურსის მონაწილეების სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა პროგრამის ფარგლებში წარმატებით გაიარეს: HELP -ის დისტანციური კურსი, სასამართლოში გადაწყვეტილებების მიღებისა და ადამიანის უფლებების შესახებ და HELP -ის დისტანციური კურსი, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ქალებისათვის.
კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები, კურსის ხელმძღვანელმა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ალანიამ გადასცა.