9 და 10 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“, მოსამართლეებისთვის ბენჩ-ბარის (მრგვალი მაგიდის) ფორმატში „შრომით დავებზე კოვიდ - 19 -ის გავლენა და საქართველოში სასამართლო დავები 2020 წლის შრომის სამართლის რეფორმის შემდეგ: ძირითადი ტენდენციები და პერსპექტივები“ შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა საკითხები: კოვიდ-19-ის გავლენა შრომის საერთაშორისო სტანდარტებზე; 2020 წლის შრომის სამართლის რეფორმის შედეგად სასამართლო დავების ადრეული ტენდენციები და დაკვირვება; სასამართლო პრაქტიკის პერსპექტივა კოვიდ-19-ის პერიოდში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და სხვა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებიდან.