სიახლეები


ალიკანტეში ინტელექტუალური საკუთრების  სასამართლო პრაქტიკის შესახებ რიგით მე-4 კონფერენცია გაიხსნა

ალიკანტეში ინტელექტუალური საკუთრების სასამართლო პრაქტიკის შესახებ რიგით მე-4 კონფერენცია გაიხსნა

მიმდინარე წლის 7 ივლისს, ალიკანტეში ინტელექტუალური საკუთრების  სასამართლო პრაქტიკის შესახებ რიგით მე-4 კონფერენცია გაიხსნა.

 

საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო საბჭოსა და სასწავლო აკადემიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდა  საქართველოს დელეგაცია:  საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილის ბექა დოჭვირისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის  დიმიტრი გვრიტიშვილის   ხელმძღვანელობით.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ და აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე წულაძემ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ტყავაძემ.

კონფერენცია დაემთხვა EUIPO-ს სააპელაციო საბჭოს 25 წლის იუბილეს, რამაც განაპირობა ღონისძიების მასშტაბურობა, მონაწილეების და განსახილველი თემებისა ფართო სპექტრის მოცვა.

 ესპანეთის სამეფოში მოწვეული იყვნენ  ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ექსპერტები, ინტელექტუალური საკუთრების უწყებების წარმომადგენლები, მოსამართლეები, კანონმდებლები, მეცნიერები და იურისტები.

ორი დღის განმავლობაში, ალიკანტეში, ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ დისკუსია გამართა შემდეგი თემების ირგვლივ: ზოგადი სასამართლო პრაქტიკა; მდგრადობა და მწვანე ტექნოლოგიები ინტელექტუალურ საკუთრებაში; უფლებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე და მათი კავშირი კულტურასთან, მოდასთან და გართობასთან; ჯანმრთელობა როგორც ინტელექტულუარი საკუთრების ფასეულობა; ციფრული ეპოქისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი და გამოწვევები; კვებისა და მრეწველობის დარგში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ზრდა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI