16 და 17 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „პრეზენტაცია/ორატორული უნარები“ გაიმართა.
შეხვედრაზე ექსპერტად მოწვეული იყო ქართველი მოსამართლე ტრენერი.
მონაწილეებმა სემინარის ფარგლებში განიხილეს საკითხები: საუბრის სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა. აუდიტორიის სპეციფიკის გათვალისწინება; სწორი მდგომარეობა; როგორ იწერება „სფიჩი“; ინტერვიუსთვის მომზადება, მსვლელობა, კითხვები, წესები და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და გორის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.