სიახლეები


ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა

16 და 17 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ევროპის საბჭოსა(CoE) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომში სასტუმრო „ქრაუნ პლაზაში“  მოსამართლეებისთვის საპილოტე ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“ გაიმართა.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ქართველი მოსამართლე ტრენერი და ქართველი ექსპერტი.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა საკითხები: ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმა, ოჯახის წევრის განმარტება, მსხვერპლი ბავშვი; ოჯახური ძალადობა ტრავმა და ფსიქოლოგიური შედეგები; ეროვნული კანონმდებლობა ; ქალთა მართლმსაჯულებაზე წვდომა, სასამართლო დარბაზის მართვა და სასამართლო სტერეოტიპების გავლენის შემცირება და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და რუსთვაის საქალაქო, ახალციხისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენს  მოსამართლე ტრენერების სატრენინგო უნარების გაძლიერება.

აღნიშნული  პროგრამა შექმნილია სასამართლოს თანამშრომლების, მოსამართლეებისა და მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის, რათა გააუმჯობესოს მათი შესაძლებლობები ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებში მართლმსაჯულების განხორციელებაში და გათვალისწინებულია  2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა გადამზადების პროგრამით.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI