15-დან 17 ივლისის ჩათვლით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი (GAC) ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დაძმობილების პროექტთან: "საქართველოს აკრედიტაციის სისტემის გაძლიერება ევროკავშირის ტექნიკურ რეგულაციებზე ორიენტირებით", “ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობის პროგრამა II”-თან თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის, ქობულეთში , ტრენინგი თემაზე: „ევროპული აკრედიტაციის სისტემა. ცნობიერების ამაღლება მოსამართლეებისთვის “ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საკითხები: აკრედიტაციის სისტემა გერმანიაში; აკრედიტაციის სისტემა იტალიაში; ევროკავშირის სამართლებრივი ჩარჩო აკრედიტაციის შესახებ; საერთაშორისო და რეგიონალური აკრედიტაციის ორგანოები - EA/ILAC/IAF და სხვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსამართლეები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალქო და ოზურგეთის რაიონული სასამართლოებიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აკრედიტაციის ცენტრისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები.
ტრენინგის მიზანია მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლება.