23 და 24 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ევროპის საბჭოსა(CoE) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში, სასტუმრო „ლოპოტა “ მოსამართლეებისთვის საპილოტე ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“ გაიმართა.
სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები და ქართველი ექსპერტები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა საკითხები: ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმა, ოჯახის წევრის განმარტება, მსხვერპლი ბავშვი; ოჯახური ძალადობა ტრავმა და ფსიქოლოგიური შედეგები; ეროვნული კანონმდებლობა და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და ფოთის საქალაქო და გორის რაიონული სასამართლოებიდან.
აღნიშნული პროგრამა შექმნილია სასამართლოს თანამშრომლების, მოსამართლეებისა და მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის, რათა გააუმჯობესოს მათი შესაძლებლობები ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებში მართლმსაჯულების განხორციელებაში და გათვალისწინებულია 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა გადამზადების პროგრამით.