მიმდინარე წლის 30 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სამედიცინო სამართლის პრობლემატური საკითხები“ გაიმართა.
ტრენინგზე ექსპერტად მოწვეული იყო ქართველი მოსამართლე ტრენერი.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: სამედიცინო სამართალში მოქმედი პრინციპები; პაციენტის უფლებები; ინფორმირებული თანხმობა; კონფიდენციალობა და სხვა.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.