30-31 ივლისს იუსტიციის უმღლესი სკოლისა და ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის(CLDP) და საქპატენტის მხარდაჭერით ,ბათუმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა“ ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის საკითხები” .
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები და ამერიკელი მოსამართლეები.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საკითხები: საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების კუთხით განვითარებული მიმდინარე მოვლენები, აშშ-ს სამართლებრივი სისტემა, საავტორო უფლება ონლაინ ციფრულ სამყაროში ,ევროკავშირის ინტელექტუალური საკანონმდებლო ბაზა , საავტორო უფლებების კოლექტიური მართვა და საავტორო უფლებათა საქმის განხილვა კონკრეტული ქეისების შესწავლით.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.