სიახლეები


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (სისხლის სამართლის მიმართულება)

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (სისხლის სამართლის მიმართულება)

8 და 9 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის  წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში, სასამართლოს მოხელეებისთვი ტრენინგი თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (სისხლის სამართლის მიმართულება)“ გაიმართა.

ტრენინგზე ექსპერტად მოწვეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

მონაწილეებმა შეხვედრის ფარგლებსი განიხილეს საკითხები: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზოგადი მიმოხილვა და საერთაშორისო ინსტრუმენტები; საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და მისი ზოგადი პრინციპები; არასრულწლოვანთა  დანაშაულის გამომწვევი მიზეზები და პირობები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ზოგადი წესები და სხვა.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის საპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, რომლის ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება ჩართულიყვნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI