სიახლეები


გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და ველური ბუნებით უკანონო ვაჭრობა

გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და ველური ბუნებით უკანონო ვაჭრობა

15 და 16 ოქტომბერს, იუსტიციის უმარლესი სკოლისა და ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალის (Fauna&Flora nternational )თანამშრომლობით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გარემოს დაცვის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „ველური ბუნებით უკანონო ვაჭრობის გამოწვევის ფონდის“ და „რეგინა ბაუერ ფრანკენბერგის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, მოსამართლეებისთვის და სასამათლოს მოხელეებისთვის, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ში  ტრენინგი თემაზე: „გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და ველური ბუნებით უკანონო ვაჭრობა“გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა: ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ზოგადი პრინციპები; საქართველოს კანონმდებლობა გარემოსადცვითი დარღვევების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით; საქართველოს აქტუალური ბიომრავალფეროვნების და გარემოს დაცვაზე მიმართული საერთაშორისო კონვენციები და ხელშეკრულებები; საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა და გარემოსდაცვის სფეროში ქმედების კვალიფიკაციის და სახდელის შეფარდების საკანონმდებლო ფარგლები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილსიის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ბოლნისის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI