სიახლეები


მტკიცებულებებზე დაფუძნებით, სასამართლო სისტემის ხელშეწყობა საქართველოში

მტკიცებულებებზე დაფუძნებით, სასამართლო სისტემის ხელშეწყობა საქართველოში

მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, პროექტის ფარგლებში: „მტკიცებულებებზე დაფუძნებით, სასამართლო სისტემის ხელშეწყობა საქართველოში“ გაიმართა ღია სივრცე კავკასიის კვლევა, რომელიც ჩატარდა იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

 აღნიშნული კვლევის ფარგლებში ღია სივრცე კავკასიამ მოსამართლეთა პროფესიული გადამზადების პროგრამის გაუმჯობესებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის შედეგზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერების ხელშეწყობისათვის, სკოლასთან თანამშრომლობით განახორციელა მოსამართლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევა და კვლევაზე დაფუძნებით, შეიმუშვა სხვადსახვა თემატიკაზე სასწავლო მოდულები.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ; ღია სივრცე კავკასიის თავმჯომარემ ირმა პავლიაშვილმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილემ ლუს ლამერტსმა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა გამართეს დისკუსია და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI