29 და 30 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს პროექტი „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმების მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში „ლოპოტას ტბა“, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი განმარტებები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერი და ქართველი ექსპერტი.
მონაწილეებმა სეხვედრის ფარგლებში განიხილეს საკითხები: სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; უზენაესი სასამართლოს განმარტებები და პრობლემატური საკითხები სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებზე (ზოგადი ნაწილი, ადამიანის წინააღმდეგ მართული დანაშაულები, ოჯახური ძალადობა და ა.შ) და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუთავის საქალაქო, ახალციხის, გორის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოებიდან.