სიახლეები


ოჯახში ძალადობა; განგრძობადი განათლების დაგეგმვა და მართვა

ოჯახში ძალადობა; განგრძობადი განათლების დაგეგმვა და მართვა

მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, პროექტის ფარგლებში: „მტკიცებულებებზე დაფუძნებით სასამართლო სისტემის ხელშეწყობა საქართველოში“, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ფონდ „ღია სივრცე კავკასიის“ ორგანიზებით, ბაკურიანში მოსამართლეებისთვის, ტრენინგი თემაზე: „ოჯახში ძალადობა; განგრძობადი განათლების დაგეგმვა და მართვა“ გაიმართა.

სემინარზე  ესპერტებად მოწვეული იყვნენე ქართველი მოსამართლე ტრენერები და ექსპერტები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.  მონაწილეებმა დისკუსიის ფარგლებში განიხილეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სამართლებივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმები და გაეცნენ მოსამართლეთა სასწავლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის საქალაქო, ახალციხის, ხაშურის, გორის და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი გაიმართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. ტრენინგების თემატიკის იდენტიფიცირება და მოდულების შემუშავება დაეფუძნა ამავე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ კვლევას, მოსამართლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა ამავე წლის 20 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI