სიახლეები


სამშენებლო სამართალი; განგრძობადი განათლების დაგეგმვა და მართვა

სამშენებლო სამართალი; განგრძობადი განათლების დაგეგმვა და მართვა

მიმდინარე წლის 5 და 6 ნოემბერს, პროექტის ფარგლებში: „მტკიცებულებებზე დაფუძნებით სასამართლო სისტემის ხელშეწყობა საქართველოში“, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ფონდ „ღია სივრცე კავკასიის“ ორგანიზებით, ბაკურიანში მოსამართლეებისთვის, ტრენინგი თემაზე: „სამშენებლო სამართალი; განგრძობადი განათლების დაგეგმვა და მართვა“ გაიმართა.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ქართველი მოსამართლე ტრენერი და ქართველი ექსპერტი.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.  მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ქალაქგეგმარების ძირითადი საკითხები და მათი მნიშვნელობა (ქალაქგეგმარების პრინციპები, ადამიანის უფლებები, მათ შორის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, ფუნქციური და უფლბრივი ზონირება. ); მშენებლობის კანონისმიერი რეგულირება (მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა, ქალაქგეგმარებით და მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების შეჩერების საფუძვლები და მათი სამართლებრივი შედეგები ) და გაეცნენ მოსამართლეთა სასწავლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი გაიმართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. ტრენინგების თემატიკის იდენტიფიცირება და მოდულების შემუშავება დაეფუძნა ამავე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ კვლევას, მოსამართლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა ამავე წლის 20 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI