სიახლეები


სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი განმარტებები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე

სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი განმარტებები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე

მიმდინარე წლის, 19 და 20 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა სასამართლო რეფორმის სისხლისამართლებრივი ასპექტები“-ს  თანამშრომლობის ფარგლებში, შეკვეთილში სასტუმრო „პარაგრაფი“, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები და მნიშვნელოვანი განმარტებები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერი  და ქართველი ექსპერტი.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; უზენაესი სასამართლოს განმარტებები და პრობლემატური საკითხები სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებზე (ზოგადი ნაწილი, ადამიანის წინააღმდეგ მართული დანაშაულები, ოჯახური ძალადობა და ა.შ) და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ქუთაისის სააპელაციო, ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის საქალაქო, ოზურგეთის, ზუგდიდის, ზესტაფონისა და საჩხერის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI