3 და 4 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში სასტუმრო „ლოპოტას ტბა“, მოსამართლეებისთვის ბენჩ-ბარის (მრგვალი მაგიდის) ფორმატში შრომის კანონმდებლობაში არსებული გადაწყვეტილებები და ტენდენციები (2020 წლის შრომის სამართლის რეფორმის შემდეგ) მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილემ მაკო ბოცვაძემ: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსმა ტექნიკურმა მრჩეველმა კატალინ ცაკუმ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის წარმომადენელმა მირანდა ფაიერმანმა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: კოვიდ-19-ის გავლენა შრომის საერთაშორისო; სასამართლო პრაქტიკის პერსპექტივა კოვიდ 19-ის პერიოდში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; სასამართლო პრაქტიკის განვითარება შრომით დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებზე და სხვა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან.
ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცთ.