3 და 4 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ვალდებულებითი სამართლის პრობლემატური საკითხები“ გაიმართა.
ექსპერტებად მოწვეული იყვნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ხელშეკრულების დადება; ხელშეკრულების მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლები; ხელშეკრულების შინაარსის, ფორმის განსაზღვრის თავისუფლება და მისი შეზღუდვა; ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე და სხვა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მინდინარეობდა. სასამართლოს მოხელეებსა და ტრენერებს შორის გაიმართა დისკუსია აქტუალურ საკითხებზე.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და ხაშურის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2022 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული