მიმდინარე წლის 10 და 11 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეებისთვის , კახეთში სასტუმრო „ყვარლის ტბა“ შეხვედრა თემაზე: „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული შეჩეული საკითხების განხილვა“ გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია და მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებასთან/ქმედებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებები და გამორჩეული პრაქტიკა, მათ შორის იმ საქმეებზე, რომლებშიც საბჭო არ წარმოადგენს მხარეს ; სასამართლოს სტანდარტი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების შეფასებასთან მიმართებით და სხვა.
მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.