სიახლეები


პრობლემური საკითხები ბავშვთა უფლებების კოდექსის მიხედვით

პრობლემური საკითხები ბავშვთა უფლებების კოდექსის მიხედვით

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს მოსამართლეებისთვის, ხოლო 11 დეკემბერს სასამართლოს მოხელეებისთვის, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და პროექტ „სამართლის უზენაესობის პროგრამა“ (USAID Rule of Law Program) თანამშრომლობის ფარგლებში,  ბორჯომში სასტუმრო  „ქრაუნ პლაზა“ სამუშაო შეხვედრა თემაზე: „პრობლემური საკითხები ბავშვთა უფლებების კოდექსის მიხედვით“ გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

მონაწილეებმა იმსჯელეს თემებზე: ბავშვის უფლება იყოს მოსმენილი ნებისმიერ სამართალწარმოების პროცესში, საკითხი განხილული იქნება საქართველოს ეროვნული სასამართლოების პრობლემურ საკითხთა ჭრილში; ბავშვის წამომადგენელი, კანონისმიერი და საპროცესო წარმომადგენელი და მათი უფლებამოსილების ფარგლები;  არასრულწლოვნის ქონების განკარგვა და სხვა

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მოსამართლეები და სასამართლოს მოხელეები: ახალქალაქის, ახალციხის, ხაშურის, გორისა და  მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI