მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სკოლისა და ფონდ „ღია სივრცე კავკასიის“ორგანიზებით, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ვალდებულებითი სამართლის პრობლემატური საკითხები“ გაიმართა.
ტრენინგს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ხელშეკრულების დადება; ხელშეკრულების მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლები; ხელშეკრულების შინაარსის, ფორმის განსაზღვრის თავისუფლება და მისი შეზღუდვა; არასრულწლოვანის ქონების განკარგვა; ხელშეკრულების ინდივიდუალურად განსაზღვრული პირობები და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და რუსთავის საქალაქო, სენაკის, ახალქალაქის, ახალციხის, ხაშურის, გორის, მცხეთის, ბოლნისისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.