24 და 25 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და „USAID Rule of Law Program“ თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში სასტუმრო „ლოპოტას ტბა“ , სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა“ გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: დისკრიმინაციის აკრძალვა საქართველოს კონსტიტუციით; დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით და სხვა საერთაშორისო აქტებით (ზოგადი მიმოხილვა); სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე ; სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.