სიახლეები


პრობლემური საკითხები ბავშვთა უფლებების კოდექსის მიხედვით

პრობლემური საკითხები ბავშვთა უფლებების კოდექსის მიხედვით

მიმდინარე წლის 21 იანვარს მოსამართლეებისთვის, ხოლო 22 იანვარს სასამართლოს მოხელეებისთვის, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და „სამართლის უზენაესობის პროგრამა“ (USAID Rule of Law Program) თანამშრომლობის ფარგლებში, თელავში სასტუმრო“ ესკიზ თელავი“ ტრენინგი თემაზე: „პრობლემური საკითხები ბავშვთა უფლებების კოდექსის მიხედვით“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები:  ბავშვის უფლება იყოს მოსმენილი ნებისმიერ სამართალწარმოების პროცესში, საკითხი განხილული იქნება საქართველოს ეროვნული სასამართლოების პრობლემურ საკითხთა ჭრილში; ბავშვის წამომადგენელი, კანონისმიერი და საპროცესო წარმომადგენელი და მათი უფლებამოსილების ფარგლები; არასრულწლოვნის ქონების განკარგვა და სხვა.

ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: გურჯაანის, სიღნაღისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI