სიახლეები


ვალდებულებითი სამართლის პრობლემატური საკითხები

ვალდებულებითი სამართლის პრობლემატური საკითხები

 

მიმდინარე წლის 28 და 29 იანვარს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ვალდებულებითი სამართლის პრობლემატური საკითები“ გაიმართა.

ტრენინგს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ხელშეკრულების დადება; ხელშეკრულების მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლები; ხელშეკრულების  შინაარსის  განსაზღვრა  სამართლიანობის საფუძველზე; უფლების ბოროტად გამოყენება (შიკანა);  კრედიტორთა და მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში; სოლიდარული კრედიტორები; სახელშეკრულებო შეთანხმება სანქციებზე, პირგასამტეხლო და სხვა.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპლეციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო და გორის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI