სიახლეები


სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი

სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი

11 და 12 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეეებმა განიხილეს საკითხები: მოსამართლის დამოუკიდებლობა; მოსამართლის მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოების თავისებურებები; დისციპლინური გადაცდომა და სამართლებრივი შეცდომა (ზოგადი დებულებები); კეთილსინდისიერება; სტრესის მართვა და სხვა.

სემინარს ესწრებოდნენ მოსამართლეები: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და ფოთის საქალაქო, ზუგდიდის, ოზურგეთის, გორის, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI