სიახლეები


სამუშაო შეხვედრა - მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესთან დაკავშირებით

სამუშაო შეხვედრა - მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 11 და 12 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და ინვესტორთა  საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში - სასტუმრო „ყვარელის ტბა“ , მოსამართლეებისთვის სამუშაო შეხვედრა თემაზე: „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესთან დაკავშირებით“ გაიმართა.

დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა საკითხები: ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე წარმოშობილი ზოგიერთი საკითხები :პარტნიორის გასვლა საზოგადოებიდან და სასამართლოს მიერ დავის განხილვა; პარტნიორის გარიცხვა საზოგადოებიდან და სასამართლოს მიერ დავის განხილვა;  სასამართლოს მიერ განჩინების საფუძველზე დირექტორის დანიშვნა;  დირექტორის ფიდუციური მოვალეობები (კეთილსინდისიერება, ერთგულება, ზრუნვა); დივიდენდების განაწილებასთან დაკავშირებული დავები და სხვა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწიეობა მიიღეს მოსამართლეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI