მიმდინარე წლის 11 თებერვალს მოსამართლეებისთვის, ხოლო 12 თემებრვალს სასამართლოს მოხელეებისთვის, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და სამართლის უზენაესობის პროგრამა“ (USAID Rule of Law Program) თანამშრომლობის ფარგლებში , ქუთაისში- სასტუმრო „ბესთ უესთერნ ქუთაისი“ ტრენინგი თემაზე: „პრობლემური საკითხები ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ბავშვის უფლება იყოს მოსმენილი ნებისმიერ სამართალწარმოების პროცესში, საკითხი განხილული იქნება საქართველოს ეროვნული სასამართლოების პრობლემურ საკითხთა ჭრილში; ბავშვის წამომადგენელი, კანონისმიერი და საპროცესო წარმომადგენელი და მათი უფლებამოსილების ფარგლები; არასრულწლოვნის ქონების განკარგვა და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: ქუთაისის სააპელაციო, ქუთაისის საქალაქო, სამტრედიის, ზესტაფონის, ამბროლაურისა და საჩხერის რაიონული სასამართლოებიდან.