სიახლეები


სამედიცინო სამართლის პრობლემატური საკითები

სამედიცინო სამართლის პრობლემატური საკითები

მიმდინარე წლის 25 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სამედიცინო სამართლის პრობლემატური საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში  მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: სამედიცინო სამართალში მოქმედი პრინციპები;  პაციენტის უფლებები; კონფიდენციალობა; მიზეზობრივი კავშირი, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI