მიმდინარე წლის 25 და 26 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ქმედუნარიანობა, ინდივიდის ინდივიდუალური შესაძლებლობა; გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია; ეროვნული კანონმდებლობა თანამედროვე სამოქალაქო კოდექსი და ქმედუნარიანობა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სამართლებრივი პროცედურის დროს და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ახალციხისა და გორის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.