სიახლეები


დისკრიმინაციის აკრძალვა - შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები

დისკრიმინაციის აკრძალვა - შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები

მიმდინარე წლის 4 და 5 მარტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „დისკრიმინაციის აკრძალვა-შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: დისკრიმინაციის არსი. არახელსაყრელი მოპყრობა და განსხვავებული მოპყრობა. სპეციალური ღონისძიებები და პრივილეგიები; კანონის მოქმედების სფერო და დისკრიმინაციის ფორმები; დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების სამართალწარმოება და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის ნორმათა ინტეგრაცია ეროვნულ  სასამართლო პრატიკაში და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და რუსთავის საქალაქო, გორის, გურჯაანის, თელავისა და  ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI