მიმდინარე წლის 11 და 12 მარტს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლის თანაშემწეებისთვის, ბორჯომში-სასტუმრო „Crowne Plaza“, ტრენინგი თემაზე: „დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეეებმა განიხილეს საკითხები: დისკრიმინაციის აკრძალვა საქართველოს კონსტიტუციით; დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით და სხვა საერთაშორისო აქტებით (ზოგადი მიმოხილვა); საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ; სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე; სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში; შრომის კოდექსი; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლის თანაშემწეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, ბათუმის და ქუთაისის საქალაქო, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, ზუგდიდის, სენაკის, ოზურგეთის, ხელვაჩაურის, სამტრედიისა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.