სიახლეები


ცნობიერების ამაღლების სემინარი „ევროპის სოციალური ქარტია და მისი მნიშვნელობა საქართველოში“

ცნობიერების ამაღლების სემინარი „ევროპის სოციალური ქარტია და მისი მნიშვნელობა საქართველოში“

მიმდინარე წლის 31 მარტსა და 1 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, ახალციხეში/რაბათში მოსამართლეებისთვის ევროპის საბჭოს  პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერაბა საქართველოში“(„Strengthening Protection of Social and Economic Rights in Georgia“) ფარგლებში ცნობიერების ამაღლების სემინარი „ევროპის სოციალური ქარტია და მისი მნიშვნელობა საქართველოში“გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა ქართველი მოწვეული ექსპერტი.

მონაწილეებმა შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: ადამიანის უფლებების არსი; სოციალური უფლებების მნიშვნელობა ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული მმართველობის დაცვის და უზრუნველყოფისათვის; ევროპის სოციალური ქარტიის მიღების და განვითარების ისტორია; მისი მნიშვნელობა; სოციალური ქარტიის იმპლემენტაციის მექანიზმები - სოციალური უფლებების დაცვის კომიტეტი; სახელმწიფოთა ანგარიშგების სისტემა; კოლექტიური საჩივრების სისტემა; შრომის და დასაქმების უფლებები/გარანტიები ევროპის სოციალურ ქარტიაში და შესაბამისი სტანდარტები საქართველოს კანონმდებლობაში და  სხვა.

სემინარში მონაწილოება მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI