სიახლეები


მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები

მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები

1 და 2 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლოს მოხელეებისთვის სემინარი თემაზე: „მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები“ გაიმართა.

ტრენინგს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის ოქმი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საშუალებებით მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის აღკვეთის შესახებ; ეროვნული სამართლებრივი ჩარჩო ; მიგრაცია როგორც სოციალური მოვლენა; საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის იდენტიფიცირება და  სხვა.

სემინარში მონწაილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI