მიმდინარე წლის 7- 9 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის (PHF), გაეროს ბავშვთა ფონდის, (unicef) და ევროკავშირის მიერ ორგანიზებული პროექტის - „სისხლის სამართლის პროფესიონალების შესაძლებლობების გაუმჯობესება დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვის მიმართ, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების ეფექტური გამოყენების გზით“, თანამშრომლობის ფარგლებში. მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „დანაშაულისა და ძალადობის მოწმე ბავშვები“ გაიმართა.
ტრენინგს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ბავშვის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტები; ბავშვის უფლებათა ეროვნული კანონმდებლობა; მოწმე და დაზარალებული ბავშვის უფლებები; ბავშვის განვითარების მახასიათებლები, შესაძლებლობები და შეზღუდვები; მოწყვლადი და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და სხვა.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და რუსთავის საქალაქო, გორისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.
|