სიახლეები


გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია

მიმდინარე წლის 22 და 23 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ  ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: ქმედუნარიანობა, ინდივიდის ინდივიდუალური შესაძლებლობა; სამედიცინო მოდელიდან სოციალურ-მოდელამდე; გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია; ეროვნული კანონმდებლობა --- თანამედროვე სამოქალაქო კოდექსი და ქმედუნარიანობა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სამართლებრივი პროცედურის დროს და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, ბათუმის და ქუთაისის საქალაქო, ხელვაჩაურის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ახალციხის, საჩხერისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისიწნებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI