მიმდინარე წლის 29 აპრილს მოსამართლეებისთვის ხოლო 30 აპრილს სასამართლოს მოხელეებისთვის , იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და „სამართლის უზენაესობის პროგრამა“ (USAID Rule of Law Program თანამშრომლობის ფარგლებში, სასტუმრო „პარაგრაფში“, ტრენინგი თემაზე: „პრობლემური საკითხები ბავშვთა უფლებების კოდექსის მიხედვით“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
მონაწილეებმა შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საკითხები: ბავშვის უფლება იყოს მოსმენილი ნებისმიერ სამართალწარმოების პროცესში, საკითხი განხილული იქნება საქართველოს ეროვნული სასამართლოების პრობლემურ საკითხთა ჭრილში; ბავშვის წამომადგენელი, კანონისმიერი და საპროცესო წარმომადგენელი და მათი უფლებამოსილების ფარგლები; არასრულწლოვნის ქონების განკარგვა და არასრულწლოვანთა საქმეთა განხილვისას სამოსამართლო ინსტრუმენტები.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და ფოთის საქალაქო, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, ზუგდიდის, სენაკის, ოზურგეთისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოებიდან.