მიმდინარე წლის 6 და 7 მაისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და UNHCR (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) წარმომადგენლობა საქართველოში თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში სასტუმრო „ლოპოტას ტბა“, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ლტოლვილთა სამართალი“ გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსისს ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: 1951 წლის კონვენცია ლტოლვილის სტატუსის შესახებ; ლტოლვილის განსაზღვრება; უნივერსალური პრინციპები და ლტოლვილის სტატუსის შესახებ კონვენცია: არ გაძევების პრინციპი (გამონაკლისები), სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, კონფიდენცინციალურობა, ოჯახის ერთიანობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა; თავშესაფრის მაძიებლის შესახებ ინფორმაცია (სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირები: წამების ან ტრამვის მსხვერპლები, ქალები, სექსიაულურ ორიენტაციაზე დაფუძნებული თავშესაფრის განაცხადები, ბავშვები, მენტალური პრობლემების მქონე პირები) და სხვა.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.