მიმდინარე წლის 13 და 14 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „დისკრიმინაციის აკრძალავა - შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტეები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 14-ე მუხლი და 12-ე დამატებითი ოქმი; ევროკავშირის მართალმსაჯულების სასამართლო პრაქტიკა; დისკრიმინაციის არსი. არახელსაყრელი მოპყრობა და განსხვავებული მოპყრობა. სპეციალური ღონისძიებები და პრივილეგიები; დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების სამართალწარმოება და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის ნორმათა ინტეგრაცია ეროვნულ სასამართლო პრატიკაში და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.