მიმდინარე წლის 20 და 21 მაისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო სისტემა (გაერო, ევროსაბჭო, “GREKO”); ეროვნული და საერთაშრისო კანონმდებლობის შედარება/ანალიზი; ფარული საგამოძიებო მოქმედებები კორუფციის საქმეებთან მიმართებაში (აქცენტირება მიყურადებაზე) და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ხაშურის, თელავისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
სემინარი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.