სიახლეები


დანაშაულისა და ძალადობის და მოწმე ბავშვების მონაწილეობით საქმეთა განხილვა სასამართლოში

დანაშაულისა და ძალადობის და მოწმე ბავშვების მონაწილეობით საქმეთა განხილვა სასამართლოში

19, 20 და 21 მაისს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლის პროფესიონალების შესაძლებლობების გაუმჯობესება დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვის მიმართ, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების ეფექტური გამოყენების გზით“ ფარგლებში, წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „დანაშაულისა და ძალადობის და მოწმე ბავშვების მონაწილეობით საქმეთა განხილვა სასამართლოში“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ბავშვის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტები და ეროვნული კანონმდებლობა; ბავშვის განვითარება და ფსიქოლოგიური ასპექტები; ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვასთან დაკავშირებული საკითხები  და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო, ხელვაჩაურის, ზუგდიდისა და სამტრედიის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2023 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

პროექტს ახორციელებს - საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი (PHF).

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI